ახალი ამბები

მინიონი: სააკაშვილთან და ზაქარეიშვილთან დიცის ინციდენტზე არ მისაუბრია

28 მაისი, 2013 • • 1152
მინიონი: სააკაშვილთან და ზაქარეიშვილთან დიცის ინციდენტზე არ მისაუბრია

მინიონმა ეს განცახდება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს საქართველოს მინისტრ პაატა ზაქარაიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

ჟან კლოდ მინიონი
ჟან კლოდ მინიონი

 

მინიონი, ზაქარეიშვილთან ვიზიტამდე, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კახეთში შეხვდა, თუმცა იგი ამტკიცებს, რომ დიცის ინციდენტან დაკავშირებით მისთვის ინფორმაცია არც მიხეილ სააკაშვილს და არ პაატა ზაქარეისვილს არ მიუწოდებიათ.

 

“ეს ინფორმაცია მე არ მქონდა. თქვენგან გავიგე. თუმცა გპირდებით, რომ ამ საკითხზე ვილაპარაკებ შემდეგ მინისტრთან, როემლსაც უნდა შევხვდე. ეს არის ის მოვლენები, რომელზეც ჩვენ ვერ გავჩერდებით და მოვახდენთ რეაგირებას.  15 წამის შემდეგ თქვენგან შევიტყვე ეს ინფორმაცია და ჯერ მასზე კომენტარს რა საკვირველია ვერ გავაკეთებ” – განაცხადა მინიონმა და დასძინა, რომ თუ ის ინფორმაცია, რომელიც მას ქართველმა ჟურნალისტებმა მიაწოდეს დადასტურდება, ევროსაბჭო ამ საკითხის განხილვას შემდგომშიც გააგრძელებს და ამ ფაქტს დაგმობს.

 

“ჩვენ დავგმობთ ამ ფაქტს და მივაწვდით ამ განცახდებას, შესაბამის მხარეებს” – განაცხადა მინიონმა.

 

ზაქარეიშვილის და მინიონის შეხვედრის დასრულებსი შემდეგ, კომენტარი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმაც გააკეთა. ის არ ადასტურებს მინიონის მიერ ჟურალისტებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მას ამ შეხვედრაზე დიცში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. ზაქარეიშვილის მტკიცებით, მან დეტალურად მიაწოდა მინიონს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა გამყოფ ხაზთან:

 

“იყო საქმინი სეხვედრა, რომლის ცენტრალური საკითხი იყო რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ გამყოფის ხაზის გადმოწევის საკითხი. ღრმად და ვრცლად მოვუყევი ამ საკითხის შესახებ. ანალიზიც მივაწოდე, თუ რატომ ხდება ეს”– ამბობს ზაქარეიშვილი.

 

მან არ გააკეთა კომენტარი იმის სესახებ თუ რატომ განაცხადა მინიონმა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. “მე მინიონის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”– განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

სახელმწიფო კანცელარიაში მინიონის და ზაქარეიშვილის შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა. ამჟამად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან კლოდ მინიონი განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს ხვდება.       

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს დაადასტურა სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების ინსტალაციის ფაქტი რუსი მესაზღვრეების მხრიდან.

 

რუსი ოკუპანტების მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევის ფაქტებზე ინფორმაცია 27 მაისს დილით შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ გაავრცელა.

 

შსს-ს შეფასებით, ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან:

 

“ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც. ზოგადად საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველ ღონეს იყენებს, რომ პრობლემა მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს და საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული“.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი