ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

28 მაისი, 2013 •
ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

„ … ბათუმი უერთდება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციებს, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ვანო მერაბიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ჩვენი სახელმწიფო და  მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა გამოხატავდეს, ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით გულისტკივილს, რომელიც პირადად პრემიერ ივანიშვილის პატიმარია. 

 

მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს და უნდა მიხვდეს, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება არის ძალიან დიდი ნაბიჯი უკან და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები სწორად და კარგად განვითარდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

მისივე განმარტებით, პროკურატურამ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც ბრიფინგზე დაანონსა ოთხი ეპიზოდი, რომელშიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო 26 მაისი და გირგვლიანის საქმე:

 

„მინდა გითხრათ, რომ არც ერთზე მათ შორის შემდეგ პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა მას. რაც შეეხება ქონების ჩამორთმევისა და დასაქმების პროგრამას, ეს სასაცილოა საქართველოში ხალხს დასაქმების გამო იჭერდნენ, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერების გამო. ამ კითხვებს, ალბათ, სასამართლოში გაეცემა პასუხი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მოტივი იმისა, რომ ვანო მერაბიშვილს აღმკვეთი შეფარდებოდა, ის არ ემალებოდა გამოძიებას“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

 

აქციაზე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ მახარაძეც იმყოფებოდა, მან „ბათუმლებს“ უთხრა რომ კომენტარისგან თავს შეიკავებდა. 

მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმში
მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

მასალების გადაბეჭდვის წესი