მას შემდეგ, რაც პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დააპატიმრეს, პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ნაცმოძრაობა განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო და შესაძლოა, პრაიმერი აღარც ჩატარდეს. როგორც ირკვევა, ოპოზიციურ პარტიაში ჯერ საბოლოოდ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია თუ რა გზით გამოავლინონ საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან დღეს, 28 მაისს, გიორგი ვაშაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტია საბოლოო გადაწყვატილებას თვის ბოლომდე მიიღებს. ვაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნაციონალურ მოძრაობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და საპრეზიდენტო კანდიდატად კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს დაასახელებს, რომელიც ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
“ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”.
ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას თავის საპრეზიდენტო კანდიდატს ივნისის თვეში წარუდგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ, რადგან ჯერ მათ საქმზე გაანჩენი არ დამდგარა, საპრეზიდენტო კანდიდატებად დარეგისტრირების უფლება აქვთ.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოანწილეობას მიიღებენ შალვა ნათელაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ნესტან კირთაძე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა კენჭი ნინო ბურჯანაძემ და სალომე ზურაბიშვილმაც იყარონ.