ახალი ამბები

ანონსი – 25 სექტემბერი

25 სექტემბერი, 2017 • 2020
ანონსი – 25 სექტემბერი

წარმოგიდგენთ 25 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

04:00 – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთერთი ლიდერი, საპარლამეტო ფრაქციის “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე გიორგი ლომია  მიემგზავრება აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, სადაც რიგ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტი 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი – 558123412

09:30-18:00 – სასტუმრო „ტიფლის პალასი”-ში გაიმართება ილიაუნის საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც წამყვანი ქვეყნების წამყვანი მეცნიერები და მკვლევარები დაესწრებიან. ღონისძიება ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის N3
საკონტაქტო პირი: მარიამ ღავთაძე – 577 71 97 77

10:00 – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში გიორგი ტყემალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: განიხილება თუ არა საკრებულოს თავმჯდომარედ; გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები;საარჩევნო გარემო; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

10:45-17:45 – სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი არა ბაბლოიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და პატრიარქს შეხვდება.  ვიზიტის პროგრამა სრულად, იხილეთ ბმულზე.

11:00 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა ხაბარელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფეხბურთი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით და არჩევნები; კონსტიტუცია და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

11:00 – პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი სხდომას გამართავს. განსახილველი თემებია: უცხოეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტრსო მიერ გაწეული საქმიანობა; ურთიერთობის პოლიტიკის მიმართულებათა განხილვა; სამომავლო გეგმები
2. სამხრეთკავკასიური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და რეგიონალური პოლიტიკის საკითხების მიმოხილვა.
მომხსენებელი: ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მინდია ჯანელიძე

11:30 – “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტექდათვალიერბა, პრობლემები და რატომ ჭიანურდება 2018 წლიდან ტექდათვალიერების ამოქმედება.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

14:00 – პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას გამართავს.
მისამართი: ვარდების მოედანი, რუსთაველის#37, კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბი

14:00 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. განსახილველი თემები: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ.

18:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა.
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

მასალების გადაბეჭდვის წესი