ახალი ამბები

ანონსი – 21 სექტემბერი

21 სექტემბერი, 2017 • 1548
ანონსი – 21 სექტემბერი

09:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია პეკინის ქუჩაზე დასრულებულ სამუშაოებს შეაჯამებს. მის. პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთა

11:00 – საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო“  გამართავს პრესკონფერენციას, იმ გამოხმაურებაზე, რაც პარლამენტის წევრების ბიზნესთან კავშირებზე, შეუთავსებელ საქმიანობასა და არადეკლარირებულ ქონებაზე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის გასაჯაროებას მოყვა. 

11:00 – თბილისის მედიათეკის ნაძალადევის ფილიალში – ვეტერანთა (კიკვიძის) პარკშიიმართება ღია დისკუსია თბილისის ურბანულ და გარემოსდაცვით პრობლემებზე თბილისის მერობის კანიდატთან – ელენე ხოშტარიასთან. დისკუსიას დაესწრებიან ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

13:00 –  “შენების მოძრაობა” ქალაქ გორში საარჩევნო გუნდს წარადგენს.
გორის მერობის კანდიდატი “შენების მოძრაობიდან” იქნება გორის რაიონის მომქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი.
საკრებულოს სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – ტელეკომპანია თრიალეთის მფლობელი ბადრი ნანიტაშვილი.
მის. ჭავჭავაძის გამზირი, კინოთეატრ “გამარჯვების” მიმდებარე ტერიტორია.

14:00 – საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნიან მისამართი: სასტუმრო ბილტმორი, მე-2 სართული კონგრეს ჰოლი

15:00 –  თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა ჯემალ (ბაჩო) სირაძის სისხლის სამართლის საქმეზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი