ახალი ამბები

უდუმაშვილი თბილისის მერიის ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლებას აპირებს

20 სექტემბერი, 2017 • 1982
უდუმაშვილი თბილისის მერიის ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლებას აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა EWMI ACCESS-ის მიერ ორგანიზაებულ შეხვედრა-დისკუსიაში, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატებთან იმართება, განაცხადა, რომ თბილისის მერიის ავტოპარკის გაყიდვას აპირებს, სანაცვლოდ კი ელექტრომობილების შეძენას გეგმავს.

“მე ვამბობ, რომ თბილისის მერმაც უნდა იაროს ელექტრომობილით. ვაპირებ, რომ მთლიანად გავყიდო ავტოპარკი და შევიძინო ავტომობილები, ის ავტომობილები, რომლებიც იქნება თბილისის მერიაში, იქნება ელექტრომობილები. თბილისის მერი უნდა იყოს მაგალითი. ბუნებრივია, იქნება სერიოზული წახალისება ელექტრომობილების. ჩვენ თუ გვინდა, რომ საბოლოოდ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვიცხოვროთ, უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის მერიას 300 ავტომობილი ჰყავს და ამ რაოდენობის ავტომობილები რეალურად არ სჭირდება. უდუმაშვილი ავტომობილების რაოდენობის შემცირებას 50-მდე აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი