ახალი ამბები

დედაენის ბაღთან მიმდინარე ორი აქცია დასრულდა

24 მაისი, 2013 •
დედაენის ბაღთან მიმდინარე ორი აქცია დასრულდა

“ეროვნული ფრონტის” წევრმა გიორგი გაბედავამ აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად დაშლისაკენ მოუწოდა. მისი თქმით თუ კონტრაქციის მონაწილეებში შეხვდებიან აქცია “არა თემოკრატიის” მონაწილეებს, მათთან სიტყვიერ კონტაქტში არ შევლენ.

 

კონტრაქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დარღვა, რადგან მათ “დედაენის” ძეგლთან სურდათ აქციის გამართვა და სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. გაბედავას განცხადებით, ამის მიუხედავად, ისინი სამართლებრივ რეაგირებას არ აპირებენ:

 

“ამ ერთ დღეს გავატარებთ და პოლიციას ვაჩუქებთ” –აცხადებს გაბედავა.


20.40 წუთისთვის, დედაენის ბაღში მხოლოდ პოლიცია იმყოფება.    

მასალების გადაბეჭდვის წესი