ახალი ამბები

ამბროლაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 მუშა ემსხვერპლა

20 სექტემბერი, 2017 • 2436
ამბროლაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 მუშა ემსხვერპლა

წუხელ ამბროლაურში, საავტომობილო გზაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა და სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილები გზის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განგვიცხადეს, ავარიის დროს ისინი არ მუშაობდნენ.

“ეს ადამიანები ნამდვილად ამ მისამართზე იყვნენ დასაქმებული, თუმცა სამშენებლო მოედანზე ეს შემთხვევა არ მომხდარა. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევად არის კვალიფიცირებული. ისინი სამუშაო ობიექტისკენ მიდიოდნენ და ავარიაში მოყვნენ. რომ გავიგეთ ეს ამბავი, დავრეკეთ ეგრევე და გვითხრეს, რომ სამშენებლო მოედანზე არ მომხდარა ავარია. სამწუხაროდ, საერთოდ სხვა ვითარებაში მოხდა ეს უბედურება,” – განუცხადა ნეტგაზეთს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგოზადოებასთან ურთიერთობის უფროსმა.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სამი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი