“გუშინ ვიხილეთ შეძახილები იმ ჯგუფის, რომელიც გამოხატავს ნანა კაკაბაძის, მელორ ვაჩნაძის და გაზეთ “ასავალ-დასავალის” იდეოლოგიას. იგივე ჯგუფი დომინირებდა 17 მაისსაც. იგივე ჯგუფი დომინირებს სხვადასხვა შეკრებებზე და აქციებზე. ჯერჯერობით ხელისუფლება ამას უყურებს როგორც პატარა ურჩხულს, რომელიც მისთვის სასურველ მომენტში შეიძლება გამოიყენოს, მაგალითად, თუკი ვანო მერაბიშვილი და მე ვართ მიყვანილი სასამართლოზე ეს ჯგუფი შეიძლბა გამოიყენოს სკანდირებისათვის და ა.შ. და საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება თითქოს ახლა მიმდინარეობს ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი. მაგრამ ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს ერთი რამ, რომ პატარა ურჩხულები პატარებად არ რჩებიან. სპორტის სასახლეში შეკრება იმას ემსახურებოდა, რომ ამ ჯგუფმა აჩვენოს თავისი ძალა ხელისუფლებას და სერიოზული პრეტენზია განაცხადოს, რომ ის ერთ-ერთი წამყვანი ინტერეს-ჯგუფია საზოგადოებაში. ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება თავად ხელისუფლებას, რომელიც თვითონ შეიძლება გახდეს ასეთი გაზრდილი ურჩხულების მსხვერპლი”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “დიალოგი დავით პაიჭაძესთან”





