“გუშინ ვიხილეთ შეძახილები იმ ჯგუფის, რომელიც გამოხატავს ნანა კაკაბაძის, მელორ ვაჩნაძის და გაზეთ “ასავალ-დასავალის” იდეოლოგიას. იგივე ჯგუფი დომინირებდა 17 მაისსაც. იგივე ჯგუფი დომინირებს სხვადასხვა შეკრებებზე და აქციებზე. ჯერჯერობით ხელისუფლება ამას უყურებს როგორც პატარა ურჩხულს, რომელიც მისთვის სასურველ მომენტში შეიძლება გამოიყენოს, მაგალითად, თუკი ვანო მერაბიშვილი და მე ვართ მიყვანილი სასამართლოზე ეს ჯგუფი შეიძლბა გამოიყენოს სკანდირებისათვის და ა.შ. და საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება თითქოს ახლა მიმდინარეობს ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი. მაგრამ ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს ერთი რამ, რომ პატარა ურჩხულები პატარებად არ რჩებიან. სპორტის სასახლეში შეკრება იმას ემსახურებოდა, რომ ამ ჯგუფმა აჩვენოს თავისი ძალა ხელისუფლებას და სერიოზული პრეტენზია განაცხადოს, რომ ის ერთ-ერთი წამყვანი ინტერეს-ჯგუფია საზოგადოებაში. ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება თავად ხელისუფლებას, რომელიც თვითონ შეიძლება გახდეს ასეთი გაზრდილი ურჩხულების მსხვერპლი”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “დიალოგი დავით პაიჭაძესთან”
ჭიაბერაშვილი: ხელისუფლება შეიძლება გაზრდილი ურჩხულების მსხვერპლი გახდეს

-
26.11.2026 „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველ თაუერში 4 სართულიანი სივრცის მშენებლობა დასრულდა -
26.11.2026 მაიკლ დელი: სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ჰაბი ხდება -
26.11.2026 ზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინის დაყენებული საკითხებით გაოგნებულია, თუმცა დიალოგს გააგრძელებს -
26.11.2026 ევროპარლამენტში დებატებზე პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს -
25.11.2026 რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით -
25.11.2026 „თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს – Black Friday-ს კვირეული დაიწყო