“მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ დაფიქსირებული ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. ამ პროცესში სასულიერო პირების წინააღმდეგ ბრალდების წარდგენა სახელმწიფოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპების დასაცავად. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილი დანაშაულისთვის ყველა თანაბრად აგებს პასუხს, მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა და სტატუსისა”, – ნათქვამია განცხადებაში.
აქვე არასამთავრობო ორგანიზაციები შსს–ს სთხოვენ, ეფექტური და ადეკვატური ზომები მიიღოს 24 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით “არა თეოკრატიას”
“17 მაისს განვითარებული მოვლენების უკიდურესად მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ხვალ, 24 მაისს დაგეგმილი აქციას „არა თეოკრატიას“ და მიიღოს ეფექტური და ადეკვატური ზომები აქციის მონაწილეთა შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან, როგორც დაანონსდა, იმავე ადგილას მოქალაქეთა სხვა ჯგუფი კონტრდემონსტრაციის გამართვას აპირებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED)