2017 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6618.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.2%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
აქედან ექსპორტი 1682.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი- 4935.5 მლნ. აშშ დოლარს.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1804.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.4%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 400,9 მლნ. აშშ დოლარი იყო, იმპორტი კი, 1403.5 მლნ. აშშ დოლარი.
რაც შეეხება დსთ ქვეყნებთან წარმოებულ ვაჭრობას, ამ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 2110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 31%-ით მეტი). აქედან ექსპორტმა 674.0 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1436.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2017 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, მესამე ადგილს კი მსუბუქი ავტომობილები იკავებს.
საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ხუთეულია შემდეგია: რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9 პროცენტი შეადგინა.