ახალი ამბები

ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს

23 მაისი, 2013 • 1334
ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს

მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილი)
მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილი)

შსს-ს ცნობით, გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს: “შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით”. 

 

მამა იოთამ ბასილაია
მამა იოთამ ბასილაია

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთთან” საუბარში არ დააკონკრეტეს, არიან თუ არა დაკავებულები აღნიშნული სასულიერო პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი