ახალი ამბები

ანონსი – 19 სექტემბერი

18 სექტემბერი, 2017 • 1932
ანონსი – 19 სექტემბერი

წარმოგიდგენთ 19 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:30 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორის კანდიდატთან, ირაკლი მექვაბიშვლითან. მისამართი: თბილისი, პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზში

11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ ახალ ანგარიშს წარადგენს – „პარლამენტის წევრების კავშირი ბიზნესთან, შეუთავსებელი საქმიანობა და არადეკლარირებული ქონება“. პრეზენტაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თბილისის ოფისში გაიმართება. მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი #61.

11:00 საათზე, საყდრისის კომიტეტი  კომპანია “რიჩ მეტალ გრუპის” (RMG) სათაო ოფისთან აქცია- ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი გაასაჯაროვებს გარემოს დაცვის სამინისტროს  მიერ (15.12.2015 – 15.03.2015 წწ.) კომპანიის გეგმიური ინსპექტირების შედეგებს. როგორც კომიტეტში აცხადებენ,  დასკვნის თანახმად, ბოლნისის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა შემაშფოთებელია, ხოლო გარემოზე მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს. ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი პირველად წარმოადგენს სკანდალურ სქემას  –  არემჯის ლობი ხელისუფლებაში. მისამართი: მერაბ ალექსიძის მესამე შესახვევი 1. (აკადემ ქალაქი). საკოტაქტო პირები: ნინო ბურჭულაძე – 551191155; ანა მიქაუტაძე – 599717221.

11:00 საათზე, თბილისის მედიათეკის ნაძალადევის ფილიალში – ვეტერანთა (კიკვიძის) პარკში, იმართება ღია დისკუსია თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანიდატთან – ალექსანდრე ელისაშვილთან, თბილისის ურბანულ და გარემოსდაცვით პრობლემებზე. დისკუსიას დაესწრებიან ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ანალოგიური შეხვედრები მომდევნო დღეებში თბილისის მერობის სხვა კანდდიდატებთანაც გაიმართება.

12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მისამართი: ნოე რამიშვილის ქ. №38, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

12:00 საათზე, “ხალხის პარტიის” რუსთავის რაიონული ორგანიზაცია, პარტიის რუსთავის მერობის კანდიდატი, ანნა კეკენაძე ქ.რუსთავის მერიასთან სტატუსს შეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერ აქციას გამართავს, ლოზუნგით: “ჩვენ ბევრნი ვართ- ძალა ჩვენშია!”. მისამართი: რუსთავი, კოსტავას გამზირი N20. საკონტაქტო პირი: თამარ ასანიშვილი – 557374866.

12:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეხვედრა ევროპარლამენტარებთან. მისამათი: თბილის, პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი.

12:00 საათზე, ,,ბავშვთა სამყაროს“ დაწვით დაზარალებულები კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქციას გამართავენ, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიშვილი დაესწრება. მისამართი: კოსტავას N14 (გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობა).

12:00 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ადვოკატი ნანა ფილაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარი, შიმშილობს და აცხადებს რომ კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოტიკები ჩაუდო.

12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში „თედექს თბილის“-ის (TEDxTbilisi) მეხუთე, საიუბილეო ღონისძიების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეხუთე წელია აღნიშნული ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს-თბილისი“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია. პრესკონფერენციას დაესწრებიან, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, „თედექს-თბილისის“ წარმომადგენელი მერი გაბაშვილი და „თედექს თბილისის“ 2017 წლის სპიკერები. მისამართი: ი. გაგარინის N29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან).

12:00 საათზე, „ლისი ლაუნჯში“ გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და კომპანია „Eastern Promotions“-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე გაუძღვებიან. 6-7ოქტომბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa“, კიდევ ერთ ფესტივალს, სახელწოდებით „Jazz and Wine Kakheti“ ჩაეყრება საფუძველი.

17:00 საათზე, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს შეხვედრას ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში. ჯასტინ მაკენზი სმიტი ისაუბრებს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მიმოიხილავს ბრიტანეთის საელჩოს მიმდინარე საქმიანობას და სამომავლო გეგმებს, ასევე პასუხს გასცემს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს. ღონისძიბაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: Impact Hub Tbilisi, ნინოშვილის ქ.#8.

19:00 საათზე, საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის (BCL) პირველი ოფიციალური მატჩს ესპანურ „ხუვენტუტთან“ გამართავს. კლუბი 2017-2018 წლების სეზონს კლუბი განახლებული შემადგენლობით ხვდება და ლეგიონერებითაც გაძლიერდა. გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება. ადგილი: თბილისის სპორტის სასახლე. მისამართი:26 მაისის მოედანი.

20:00 საათზე, „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე, დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატი,  ალექსანდრე კობაიძე და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, რევაზ რევაზიშვილი დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქ. N13-ში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან  შეხვედრას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი