ახალი ამბები

მარგველაშვილი 17 მაისზე: განსხვავება არ არის, კონკრეტულად ვინ არის სამართალდამრღვევი

23 მაისი, 2013 • • 934
მარგველაშვილი 17 მაისზე: განსხვავება არ არის, კონკრეტულად ვინ არის სამართალდამრღვევი

როგორც მან დღეს, 23 მაისს განაცხადა, სამართალდამცველებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დამნაშავე, რადგან კანონი ყველასთვის ერთია.

 

“ყველაფერი უნდა განხორციელდეს კონსტიტუციურ ფარგლებში. გარანტი იმისა, რომ კონსტიტუცია იქნება დაცული, არის სახელმწიფო. ძალის გამოყენების გარანტი არის სახელმწიფო. რაც შეეხება დასჯას, სამართალდამცავთათვის განსხვავება არ არის, კონკრეტულად ვინ არის სამართალდამრღვევი. განსხვავება იმისა, თუ ვინ დააშავა, რა პიროვნებამ დააშავა და უნდა გათვალისწინებულ იქნას თუ არა ეს დეტალი, ეს საკითხი დგება სასამართლოში”, – განაცხადა მან 17 მაისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების კომენტირებისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი