ილგა-ევროპა მკაცრად გმობს ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ თავდასხმებს 17 მაისის ღონისძიების მშვიდობიან მონაწილეებზე, რომლებიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ თბილისში.
“ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ იმ რისკების გამო, რომლებიც ლგბტი პირების უსაფრთხოებას უკავშრდება ქვეყანაში”.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ილგა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ პარადისიც ავრცელებს.
“ჩვენ ვიყავით სერიოზულად შოკირებული კონტრ-დემონსტრანტების უზარმაზარი მასის ამსახველი ფოტოებით, რომელიც თავს დაესხა ლგბტ აქტივისტების მშვიდობიან და ოფიციალურად სანქცირებულ დემონსტრაციას. ამ მოვლენების შემდგომ კი უკვე გვადარდებს ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოება.
მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის მიერ ძალადობის დაგმობისა, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, სრულად გამოიძონ ძალადობის ფაქტები და რაც შეიძლება დროულად დასაჯონ მოძალადე დემონსტრანტები.
დაუსჯელობის კლიმატი, რომელიც სწრაფი რეაგირების ნაკლებობამ შექმნა, მხოლოდ ხელს უწყობს ლგბტი ადამიანთა უფლებების დამცველთა და მათ მხარდამჭერთა მიმართ შემდგომი ძალადობრივი პრაქტიკების გაღვივებას. გარდა ამისა, უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ლგბტი აქტივისტების უსაფრთხოება”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ “ილგა-ევროპა ასევე შეშფოთებულია ძალადობრივი კონტრ-დემონსტრაციის გაღვივებაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის როლით. გასული პარასკევის მოვლენები ცხადჰყოფს ქვეყანაში ეკლესიის გავლენის სიძლიერეს და ძალადობის აღკვეთის პროცესში ეკლესიის პასუხისმგებლობის მნიშნელოვნობას”.