ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” კრწანისის და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

14 სექტემბერი, 2017 • 1988
“ქართულმა ოცნებამ” კრწანისის და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობების არჩევნებზე ვაკისა და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობას ვაკის ოლქებში კენჭს გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე მიიღებენ. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი კი თემურ გორგაძე იქნება.

კანდიდატები სამივე საარჩევნო ოლქში კახა კალაძემ წარადგინა. როგორც კალაძემ განაცხადა, დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ გუნდურობით და თბილისის მოსახლეობის ერთიანობით არის შესაძლებელი.

„ამისთვის საჭიროა გუნდი, ამისთვის საჭიროა ადამიანები, რომლებიც საკრებულოში თქვენი რაიონისთვის იმუშავებენ. ამისთვის საჭიროა გამგეობა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევა“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი