ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი: არ გამოვრიცხავ, დამაკავონ

21 მაისი, 2013 • 1162
ჭიაბერაშვილი: არ გამოვრიცხავ, დამაკავონ

მისი თქმით, ხელისუფლება ვერ ახერხებს იმ პრობლემებს უპასუხოს, რომელიც ქვეყანაში არსებობს და სანაცვლოდ  მათ გადაფარვას ამით ცდილობს.

 

“ამიტომ ისინი ხალხს სთავაზობენ სანახაობას, რომლის მონაწილეებიც მე და ვანო გავხდით.”

 

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე ამომწურავად გასცეს ყველა კითხვას პასუხი მაშინ, როდესაც პირველად იყვნენ დაბარებული.

 

 ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ბრალი წაუყენონ. 


“ისეთ აბსურდულ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, არ გამოვრციხავ, ბრალი წამიყენონ დღეს და დამაკავონ, “- ამბობს იგი.


შს ყოფილი მინისტრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე შევიდა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს, 21 მაისს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებულ გამოძიებას, რის გამოც ისინი თებერვალშიც დაკითხეს.


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი