ახალი ამბები

თბილისში კაცი მოკლეს

11 სექტემბერი, 2017 • 3980
თბილისში კაცი მოკლეს

თბილისში, ორთაჭალაში, დღეს, 11 სექტემბერს მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

108-ე მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლია, ხოლო 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი