11 სექტემბერს, 11.00-ზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.
12:00 საათზე “ქართველთა მარშის” ორგანიზატორები “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ქართული ოცნების შტაბთან და სოროსის ფონდთან დაგეგმილი აქციები მისამართი: კოსტავას ქ.68
11 სექტემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას რეფორმების და საქმიანობის გასაცნობად ტაჯიკეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია ეწვევა. შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრები დაესწრებიან.
მისამართი: თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების 33.
12.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
14:00 საათზე, USAID G4G-ის ოფისში ლ. მიქელაძის #5, (ყოფილი აბულაძის ქუჩა, ყიფშძეზე) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) გიწვევთ კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსიაზე – ევროკავშირის დირექტივა „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ.“
11:00 საათზე სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოების კამპანიის პრეზენტაციას გამართვავს.
მისამართი: ნ. რამიშვილის #6