დაშავებულებს შორის, რომელიც ასევე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადიო “ფორტუნას” ჟურნალისტია. ის ვაჩნაძის ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა სახის დაზიანებით აქციის მონაწილე 28 ადამიანი მოხვდა, თუმცა თითქმის, ყველა მათგანმა დაწესებულება დატოვა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, თამარ ბოკოდიას თქმით, არც ერთი პაციენტის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.





