ახალი ამბები

ჩიორა თაქთაქიშვილი: ქვეყანაში დაისადგურა სიბნელემ

17 მაისი, 2013 •
ჩიორა თაქთაქიშვილი: ქვეყანაში დაისადგურა სიბნელემ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი დღეს, 17 მაისს  თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ ძალიან მძიმეა აქციის მონაწილეებისადმი ანგარიშსწორებაში სასულიერო პირების მონაწილეობის ყურება: 

 

“თბილისში რაც ხდება, ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინება. ძალიან მძიმეა ამის ყურება, როდესაც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები, ისინი არ ერიდებიან ცემა-ტყეპაში და სისასტიკეში ბავშვების ჩართვას. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოში ყოველდღე ვადევნებთ თვალს. პოლიტიკის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა ლინჩის წესით გასამართლება, ცხვირ-პირის გართიანება, ცემა-ტყეპა, გატყავება. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები თვითონ წაახალისებენ ძალადობას, სწორედ ეს არის იმის გამოხატულება და იმის მიზეზიც, რომ ქვეყანაში დაისადგურა სიბნელემ. ამას ჭირდება პასუხი და სახელმწიფო, რომელიც პასუხს გასცემს აგრესიას. მაგრამ მაშინ, როდესაც დღემდე არ არიან დასჯილნი სისატიკეში ბრალდებული პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და პირიქით, მათ ქება-დიდებით მოიხსენიებენ, სამწუხაროა, რომ სწორედ ამას ასეთ სავავალო და ტრაგიკულ შედეგამდე მივყავართ.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი