პარლამენტმა შუალედულ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატების- თამარ კორძაიას, პაატა კიკნაველიძის და გიორგი კახიანის უფლებამოსილება სცნო.
“გილოცავთ, გთხოვთ დაიკავოთ თვენი ადგილები. ჩვენ ვცანით არჩეული კოლეგების უფლებამოსილება, მაგრამ რომ შეძლონ მუშაობა, სიტყვით გამოსვლა, ხმის მიცემა, ამას ჭირდება გარკვეული დრო. როგორც მეუბნებიან, შესვენების შემდეგ, 4 საათისთვის ეს საკითხი იქნება მოგვარებული, მანამდე ვერ შეძლებენ, მაგრამ ალბათ გაგებით მოეკიდებიან ამას,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.