პარალელურად, პოლიციას შემთხვევის ადგილიდან, ანუ პუშკინის სკვერიდან გაჰყავს აქციის მონაწილეები.
დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები კი, რომლებმაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს, ლესელიძის გამზირზე გადაადგილდებიან. ასეულობით ადამიანი გარბის ამ წუთებში აღნიშნულ ტერიტორიაზე, ისინი ცდილობენ დაეწიონ აქციის მონაწილეებს, რომლებიც პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა.
პოლიციამ სასულიერო პირებს და მათ მხარდამჭერებს ვერ აკავებს. მათი ნაწილი კოლმეურნეობის მოედნისკენ გარბის, რადგან, მათი ინფორმაციით, იქ არიან აქციის მონაწილეები, რომლებთანაც ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპირებენ.
“ნეტგაზეთის” კორესპონდენტის ცნობით, თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის პოლიცია არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს ხალხის მასის უკონტროლოდ გადაადგილებას და მათ უპრობლემოდ ატარებენ.
ლესელიძის ქუჩაზე ავტობუსის მინები ჩაამსხვრიეს აქციის მონაწილეებმა, რომელშიც იმ აქციის მონაწილე ორი გოგონა იჯდა, ვინც ჰომოფობიას აპროტესტებდა. სიტუაციის განმუხტვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ავტობუსში სასულიერო პირი ავიდა და მძღოლს მისცა ტრანსპორტის დაძვრის საშუალება.