ირაკლი პეტრიაშვილის თქმით მუხიანი-იანეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ:
“ისინი სამუშაოს გაგრძელების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავენ და ითხოვენ ადმინისტრაციისგან, რომ მინიმუმ უფრო ინფორმირებულები იყვნენ, სამუშაო კონტრაქტები ამ ადამიანებისთვის არ არსებობს. ფაქტია, რომ ეს არის დასაქმებულთათვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, მათი ასე ვთქვათ, ფულის მითვისება.”
პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს საქმე პროკურატურაში შევიდეს.