ახალი ამბები

სასულიერო პირებმა პოლიციას ხელი შეუშალეს

17 მაისი, 2013 • 1367
სასულიერო პირებმა პოლიციას ხელი შეუშალეს

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თბილისში, 2013 წელი, პოლიციის კორდონი რუსთაველის გამზირზე
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თბილისში, 2013 წელი, პოლიციის კორდონი რუსთაველის გამზირზე

მანამდე სასულიერო პირებმა, მათ შორის მართლმადიდებელი მშობელთა კავშირის წევრებმა, რომლებიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ,  პოლიციას არ მისცეს შესაძლებლობა მანქანიდან დამცავი ჯებირები გადმოეღოთ.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ თბილისში, 2013 წელი
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ თბილისში, 2013 წელი

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ უკვე ორმხრივად გადაკეტა მოძრაობა.  ყოფილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან რამდენი ათეული პირი, მათ შორის სასულიერო პირები- დავით ქვლივიძე და დავით ისაკაძე. 


მსვლელობა დაიწყეს აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიისკენ.


სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მათ აქვთ რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მოწყობის ნებართვა.

17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი – ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” და “იდენტობა” თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ფლეშმობით აპირებენ.

 

17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. 

17 მაისი, 2013 წელი
17 მაისი, 2013 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი