ახალი ამბები

პარლამენტის წინ სასულიერო პირები შეიკრიბნენ

16 მაისი, 2013 •
პარლამენტის წინ სასულიერო პირები  შეიკრიბნენ

16 მაისი. 23.00 

სასულიერო პირები პარაკლისს მართავენ. ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 200-მდე ადამიანი იმყოფება. ადგილზეა საპატრულო პოლიციაც. 

2013 წლის 17 მაისი 00.21

პარლამენტის წინ სასულიერო პირების და რიგითი მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. ისინი ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 17 მაისს დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ.

“ის მოტივაცია სექსულურ უმცირესობათა, რომ თითქოს მათ უფლებებს ლახავენ, არ ვეთანხმებით. კითხვა ჩნდება, ვინ ლახავს მათ უფლებებს? ისინი ცხოვრობენ საზოგადოებაში. აქვთ უფლება ჰქონდეთ სამსახური, ისწავლონ, არავინ არ ებრძვის და არ ლახავს. ადამიანმა თავისი სექსუალური მიდრეკილებები ასე წარმოაჩინოს და პროპაგანდა გაწიოს და თუ ეს პროპაგანდა ეხება არაჯანმრთელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამაზე უარს იტყვის. ჩვენ ამ პროპაგანდას უნდა ვუთხრათ უარი”– ამბობს დეკანოზი თეოდორ გიგანაძე.

საპროტესტო მშვიდობიან აქციაში ამ დროისათვის დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობს. 

გურამ ფალავანდიშვილი “ერდო ჯგუფის” მფლობელი:”კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს შემოერთებას, გარკვეული პროტესტია მშვიდობიანი ფორმით. არავის არ ვსჯით და არ განვიკითხავთ. მათ პროპაგანდას და ძალადობას ასე ვუპირისპირდებით. ჩვენი აქციით ვიცავთ ტრადიციას, ზნეობას. მათი რუსთაველზე გასეირნებას ვუპირსპირდებით მშვიდობიანი აქციით. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ხოლხი მოვიდეს, რომ მათ ეს აქცია არ გააკეთონ.”  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი