ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა დასრულდა

16 მაისი, 2013 •
საპარლამენტო უმრავლესობისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა დასრულდა

ნოდარ ხადურის თქმით, შეხვედრაზე უმრავლესობა სამომავლო პერსპექტივებით უფრო იყო დაინტერესებული:

„უმრავლესობას არა მარტო 2012, 2013 წელიც აინტერესებდა. კითხვები იყო არა მხოლოდ არსებული ვითარების დაფიქსირების, არამედ იმ გზების ძიების, რომელიც ჩვენ წლევანდელი ყველა დაპირების შესრულებამდე მიგვიყვანს.“ 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მინისტრების პარლამენტში ვიზიტი ინტენსურია: 

 

“საზოგადობება ხედავს, როგორი ინტესიურია პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობა. მინისტრები რამდენჯერ ჩამოვიდნენ უკვე ამ 7 თვის განმავლობაში უმცირესობასა და უმრავლესობასთნ შესახვედრად. მთავარია, უმცირესობასთან შეხვედრა და ჩვენი მინისტრებიდან არც ერთი გაურბის მათთან ურთიერთობას, მათ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ და სრულიად ნორმალური პროცესია, მაგრამ საქართველოსთვის უპრეცედენტო.”

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრამდე ფინანსთა მინისტრი უმცირესობას შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი