“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ხორციელდება მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება და მასზე ნებართვის გაცემა არ ხდება”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის 2 მაისს მათ წერილობით მიმართა “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” პროექტის მენეჯერმა ეკა წერეთელმა 2013 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვის თაობაზე.
ასევე, 2013 წლის 13 მაისს თბილისის მერიას მიმართა მოქალაქე გიორგი გაბედავამ, რომ 17 მაისს ეკლესიის მოძღვართა მიერ, საკუთარი მრევლთან ერთად, იგეგმება შეკრება და მანიფესტაციას რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
“აღნიშნულ გაფრთხილებები თბილისის მერიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ცნობად და განმცხადებლებს განემარტათ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი. თბილისის მერიის მიერ ორივე აქციის თაობაზე ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი”, – განმარტავენ თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას, რომ გააუქმონ 17 მაისს დაგეგმილი აქციის ნებართვა.





