ახალი ამბები

უსუფაშვილი: არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტსაც მოუვიდეს სწორი აზრი

16 მაისი, 2013 •
უსუფაშვილი: არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტსაც მოუვიდეს სწორი აზრი

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონორიექტი არავის უფლებას ზღუდავს. მისივე განმარტებით, ეს კანონი არც არაფერს აფუჭებს და არც აკეთებს:

 

“ეს კანონი არავის უფლებებს არ ზღუდავს, თუმცა, თუ განათლების სამინისტროს მხრიდან უკეთესი ახსნა-განმარტება იქნება საზოგადოებისთვის, ეს უკეთესი იქნება, რადგან არის დიდი აჟიოტაჟის გამოწვევის მცდელობა. ზოგადად, ეს კანონი არაფერს არ ცვლის და გამორიცხულია, რომ ასე მოხდეს. თავისთავად ეს კანონი ამ ეტაპზე არც არაფერს აფუჭებს და არც არაფერს აკეთებს, განათლების სამინისტროს შემდეგი მიზნები, იმედი მაქვს, უკეთ იქნება განმარტებული ყველასთვის და პარლამენტი, თავის მხრივ, იქნება საღი აზრის სადარაჯოზე.”

 

რაც შეეხება ვეტოს, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, პრეზიდენტსაც მოუვიდეს სწორი აზრი:

 

“ვეტოს თემაზე ჯერ საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. ამ კვირაში ვეჭვობ, რომ გავიდეს ეს კანონი, რადგან ძალიან დატვირთული დღის წესრიგია. როდესაც კანონის მიღებაზეა საქმე, პარლამენტის ყველა წევრი ვალდებული ვართ მოვისმინოთ ოპონენტის მოსაზრება, ვინც არ უნდა იყოს ის და რა მოტივითაც არ უნდა გამოთქვამდეს ამ მოსაზრებებს. ზოგადად, არ უნდა ჩავთვალოთ ისე, რომ თუ შემოვიდა პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში, ჩვენ აუცილებლად უნდა დავძლიოთ ის, მიუხედევად იმისა, თუ რა წერია იმ ვეტოში. არ არის გამორიცხული, რომ ზოგჯერ პრეზიდენტ სააკაშილსაც მოუვიდეს სწორი აზრი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი