“მე მგონია, რომ საქართველოში ყოველი დღე უნდა იყოს ყოველგვარი ფობიების წინააღმდეგ და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ, ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ეს უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების წესად, რომ ქვეყანაში არ ხდებოდეს არავის უფლებების შელახვა. მე ყოველგვარი ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. ეს უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების წესად, რომ ქვეყენაში არ უნდა ილახებოდეს ვინმეს უფლებები, ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ მათი უფლებები ილახება ან საფრთხის ქვეშაა, უნდა ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრების ღიად დაფიქსირების თავისუფლება. როდესაც, ზოგადად, უმცირესობის უფლებებზეა საუბარი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უმცირესობას იმიტომ ჰქვია ეს სახელი, რომ უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობს და სხვაგვარად აზროვნებს. შესაბამისად, უმცირესობა შეიძლება არ იზიარებს მათ მოსაზრებებს, რწმენებს თუ ცხოვრების წესს. ამიტომ ეს საკითხები არ შეიძლება გადაწყდეს უმრავლესობის შეხედულებების შესაბამისად, უმცირესობას ყოველთვის აქვს უფლება იყოს უმცირესობაში.”
რაც შეეხება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დანიშნულ აქციას და ამ აქციის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციას, უსუფაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეები კონსტიტუციურ უფლებებს არ უნდა გასცდნენ:
“რაც შეეხება კონკრეტულ აქციებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო და ცენტრალური ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება, მიუხედავად მათი შეხედულებებისა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ დღეს პოლიცია და შესაბამისი სამსახურები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და დაცული იქნება კონსტიტუცია. აი, კონსტიტუცია ვის რა უფლებას აძლევს, კეთილი უნდა ვინებოთ და ამ უფლებებში ჩავეტიოთ.”
