ახალი ამბები

კუს ტბის ასახვევში 150 კვ.მ. ფართობზე ბალახი დაიწვა

3 სექტემბერი, 2017 • 2356
კუს ტბის ასახვევში 150 კვ.მ. ფართობზე ბალახი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ვაკის პარკთან, კუს ტბის ასახვევში ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა, რომელიც უკვე ლოკალიზებულია. სააგენტოს ცნობით, დამწვარია 150 კვ.მ ფართობზე მხოლოდ ბალახი.

დღესვე ხანძარი იყო ვაშლიჯვარშიც, რომელიც უკვე  ლოკალიზებულია. საანგეტოს ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია, რას გაუჩნდა ცეცხლი და რა ფართობია დამწვარი.

დღესვე ხანძარი იყო ვაშლიჯვარში და ლისის ტბის მიმდებარედ სოფელ წყლულეთში, რომლებიც უკვე ლოკალიზებულია. სააგენტოს ცნობით, წყლულეთში მიტოვებული ხის 3-4 საწყობი დაიწვა, ხოლო ვაშლიჯვარში, სავარაუდოდ, გამხმარი ბალახი და ბუჩქნარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი