ახალი ამბები

ლისის ტბის მიმდებარედ რამდენიმე ძველი ხის საწყობი დაიწვა

3 სექტემბერი, 2017 • 2022
ლისის ტბის მიმდებარედ რამდენიმე ძველი ხის საწყობი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ წყლულეთში ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. სააგენტოს ცნობით, დამწვარია 3-4 მიტოვებული ძველი ხის სათავსო.

როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და 30-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

დღესვე ხანძარი იყო ვაშლიჯვარისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიებზეც, რომლებიც უკვე ლოკალიზებულია. საანგეტოს ინფორმაციით, კუს ტბის ასახვევთან დაიწვა 150 კვ.მ. ფართობზე გამხმარი ბალახი. სავარაუდოდ, ბალახი და ბუჩქნარია დამწვარი ვაშლიჯვარშიც, სადაც ასევე მალევე მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება.

მასალების გადაბეჭდვის წესი