დღეს, 2 სექტემბერს “ქართულმა ოცნებამ” იმერეთის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატების წარდგენის ცერემონია ქუთაისში გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით 12 კანდიდატი იბრძოლებს.”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სია იმერეთში ასე გამოიყურება:
ქუთაისი – გიორგი ჭიღვარია
ბაღდათი – არჩილ გოგსაძე
ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი
თერჯოლა – ბონდო სოფრომაძე
სამტრედია – ვალერიანე ფოცხვერია
საჩხერე – ბენიამენ ფალავანდიშვილი
ტყიბული – თემურ ჩუბინიძე
წყალტუბო – გრიგოლ იოსელიანი
ჭიათურა – პაატა ნადირაძე
ხარაგაული – ნიკოლოზ თოფურიძე
ხონი – ლადო ჯურხაძე
ზესტაფონი -კახაბერ მახათაძე.