ახალი ამბები

“საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტს კენჭს ამ კვირაში უყრიან

14 მაისი, 2013 •
“საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტს კენჭს ამ კვირაში უყრიან

კანონპროექტის ავტორის, ელისო ჩაფიძის თქმით, სხვადასხვა კომიტეტების შენიშვნები გათვალისწინებულია. მისივე განმარტებით, კანონპროექტს სასესიო სხდომაზე მიმდინარე კვირაში გაიტანენ:

 

“პირველ პლენალური სხდომაზე კანონპროექტის მოსმენისათვის ჩვენ გავითვალისწინეთ სავალდებულო კომიტეტების ძირითადი შენიშვნები და წინადადებები. განსაკუთრებით ეს ეხება დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის ძალიან არსობრივ შენიშვნებს, ასევევ პარლამენტის იურდიული დეპარტამენტის შენიშვნები გახლდათ ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, რომ პირველი მოსმენისთვის ძალიან დახვეწილია კანონპროექტი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ან პარასკევს მოხდება კანონპროექტის განხივლვა.”

 

ჩაფიძის განმარტებითვე, “სასიამოვნოა, რომ განათლების კომიტეტმა დიდი უპირატესობით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე პროპორციული შეფარდებით, როგორი მხარდაჭერაც იყო დღეს განათლების კომიტეტზე, ანუ 7 მხარდამჭერი და 2 მოწინააღმდეგე, პლენალური სხდომა მიიღებს ამ მეტად საინტერესო რეფორმების პაკეტს, რომლის შედეგი უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალურად ხალხის სამსახურში ჩადგომა და ქართული BBC- ის დაფუძნება საქართველოში.”

 

ცვლილებს მხარს არ უჭერს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ომარ მეგრელიძე. მისი თქმით, აჭარის ტელევიზია ერთი მეპატრონიდან მეორე მეპატრონის ხელში გადადის:

„ამ კანონს არ დავუჭერ მხარს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ ტელევიზია ამ დრომდე იყო აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში, ახლა გადადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიან სივრცეში. თუ ჩვენ მას ერთიან სისტემაში განვიხილავთ, ნუ ვიტყვით, რომ ეს არის აჭარის დამოუკიდებელი ტეელვიზია.”

მეგრელიძე ასევე აცხადებს, რომ  როცა ფინანსურად ზემდგომზე დამოკიდებული ხარ, დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია.

„ როცა ფინანსების მობილიზება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშზე ხდება და შემდეგ აძლევს ის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქ დამოუკიდებლობის ხარისხზე ლაპარაკი არის ძალიან დაბალი. თან მას უფლება აქვს გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც საჭიროდ ჩათვლის. ასევე, შეუძლია გააკონტროლოს რედაქციის, სხვა ტელეპროგრამის თუ გადაცემის ხარისხი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი