ახალი ამბები

“თინა ჩვენ გვეყოლება ისეთი ოპოზიცია, რომელიც რეალურ ოპონირებას გაგვიწევს”

14 მაისი, 2013 • • 920
“თინა  ჩვენ გვეყოლება ისეთი ოპოზიცია, რომელიც რეალურ ოპონირებას გაგვიწევს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, პრინციპულობა მათი ხელისუფლების სტილია:

“სოჭის ოლიმპიადაზე პრემიერმა გასაგებად თქვა, რომ მანამდე დიდი დროა და თუ რაიმე მოხდა ისეთი და იქნება გარღვევა ურთიერთობებში, არაფერი არ არის გამორიცხული. თუმცა, მან ასევე თქვა რომ ამჟამად ამის საჭიროებას ვერ ხედავს. ეს ჩვენი ხელისუფლების სტილია, როდესაც არ ხარ აგრესიული, მაგრამ ხარ პრინციპული და სრულიად გასაგებ გზავნილებს აკეთებ. ეს იმის დადასტურებაა, რაც უკვე შვიდი თვეა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ უნდა მივეჩვიოთ ასეთ რიტორიკას. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა საუბრის სტილი, რიტორიკა და ტონალობა. ოპონენტებს სხვა სალაპარაკო არაფერი არ აქვთ, მათ უზრუნველყვეს საქართველოს ოკუპაციის გაფორმება, ამიტომ მათგან დეოკუპაციის პროცესის გართულებაზე საუბარი არასერიოზული მგონია. არასერიოზული მგონია ჩემგან ამ კომენტარის გაკეთებაც, რადგან 7 თვეა ჩვენ ერთიდაიგივე რეჟიმში ვართ. ისინი რაღაცას ამბობენ, მერე თქვენ მოდიხართ და ითხოვთ ამაზე კომენტარს, ჩვენც მორჩლად ვაკეთებთ ამაზე კომენტარს, ოღონდ რატომ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. გავიგეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ცუდ სიზმრებს ხედავს, მათ ყველაზე ცუდი სიზმარი პირველი ოქტომბრის ღამეს ნახეს. ასე, რომ ამაზე ცუდ სიზმარს ვეღარ ნახავენ და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ქვეყანაში ყველაფერი წესრიგში იქნება. “

მისივე მტკიცებით, პარლამენტში ისინი 26 ხმით არიან წარმდგენილი:

” პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ის თქვა, რაც პირველ ოქტომბერს ხალხმა უკვე თქვა. ის აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა. მათი ბედი გადაწყვეტილია, ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად ჩანს პარლამენტში, ყველაზე მნიშვნელოვან კენჭისყრებზეც კი მათ აქვთ 26 ხმა ტაბლოზე. მათ აქვთ 26 მუდმივი და გარანტირებული ხმა, ეს 26 კაცი, ალბათ ერთად დარჩება და დანარჩენი უკვე მათი საწუხაროა. “

რაც შეეხება ე.წ. მესამე ძალას, ხიდაშელი ბოკერიას ციტირებს:

“დიად გიგა ბოკერიას უყვარდა ამის თქმა და დავესეხები, როდესაც ჩვენ ქუჩის ოპოზიციას გვეძახდა ამბობდა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება. მეც მჯერა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება და ჩვენ გვეყოლება ისეთი ოპოზიცია, რომელიც რეალურ ოპონირებას გაგვიწევს. რომელიც, ალბათ მომდევნო არჩევნებსაც მოიგებს თუ ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ ჩვენ რაღაც სწორად არ გავაკეთეთ. “

მასალების გადაბეჭდვის წესი