ახალი ამბები

ხიდაშელი ივანიშვილის პრესკონფერენციას აფასებს

14 მაისი, 2013 • • 925
ხიდაშელი ივანიშვილის პრესკონფერენციას აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კითხვების ნაწილი, რაც პრემიერს დაუსვეს, საერთოდ არ უნდა დასმულიყო. მისივე მტკიცებით, ხანდახან საქმე კომიკურ ფორმებთან გვაქვს:

 

“იყო უზარმაზარი პრესკონფერენცია ისე, როგორც სჩვევია ბატონ ბიძინას პირველი პრესკონფერენციიდან მოყოლებული. იყო კითხვა-პასუხი პრაქტიკულად ყველაფერზე, ნაწილზე, ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა სვამდნენ ჟურნალისტები პრემიერთან კითხვებს. არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ხანდახან კომიკურ ფორმებს იძენს ეს ყველაფერი და ეს ამ ჟურნალისტების პრობლემაა მხოლოდ. იყო, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული და მნივნელოვანი გზავნილებიც, რისი შესაძლებლობაც ამ პრესკონფერენციამ გააჩინა. ამიტომ ასე ერთი შეფასების მიცემა ძალიან რთულია.”

ხიდაშელი ასევე აცხადებს, რომ ასეთი ტიპის პრესკონფერენცია და პრემიერის დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ  მთავარი ახალი ამბავია საქართველოში, ამავდროულად  ყველაზე ღირებული და ყველაზე საინტერესო: 

 

“ყველაზე მთავარი შეფასება, ჩემი აზრით, ის არის, რომ ეს ხდება მუდმივად და რეგულარულად და ყველასთან ერთად და  ყველა ჟურნალისტს აქვს ამის შესაძლებლობა და თქვენ ვერ გამახსენებთ ვერც ერთ შემთხვევას 9 წლის განმავლობაში ასეთს, როდესაც დარბაზში ამდენი ჟურნალისტი ზის და როდესაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის დაჟინებული მოთხოვნები, რომ დავამთავროთ პრესკონფერენცია, ის იძახის, რომ არა, ფეხზე ვინც დგას, არავინ არ დავტოვოთ კითხვის გარეშე. ეს არის მთავარი შეფასება, მთავარი ახალი ამბავი საქართველოში, ყველაზე ღირებული და ყველაზე საინტერესო, იმიტომ, რომ თუ მთავრობა გახსნილია, ღიაა კრიტიკისთვის, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, მწვავე შეფასებების მოსმენისთვის და, მესამე მხრივ მზად არის იმისთვის, რომ ჩაგეკითხოს და სრულყოფილი პასუხები გაგცეს და არა ის, რომ გაგექცეს კითხვაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მთავრობაში ყველაფერი კარგად იქნება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი