ახალი ამბები

ხიდაშელი: თელიას საქმეზე საიას ზედმეტი მოუვიდა

14 მაისი, 2013 • • 1285
ხიდაშელი: თელიას საქმეზე საიას ზედმეტი მოუვიდა

“მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი. მე მგონია, რომ თელიას საქმესთან დაკავშირებით ზედმეტად იაქტიურა საიამ და გასცდნენ ისინი სტანდარტულ არასამთავრობო ორგანიზაციულ საქმიანობას. ჩემი პოზიცია მაშინაც ვთქვი და დღესაც ასეთია, მე ვფიქრობ, რომ ტიპურ, სტანდარტულ ინტერესთა კონფლიქტში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და აქ მოუვიდათ შეცდომა.”

 

როგორც ხიდაშელი ამბობს, როცა ის იყო საიაში, ასე არ იქცეოდნენ:

 

“ჩვენ ასე არ ვიქცეოდით ხოლმე, მაგრამ ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია. როდესაც სხვისი ინტერესია დასაცავი, იქ, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა იბრძოლო, როდესაც ეს შენ გეხება, სხვას უნდა მისცე საშუალება, იმან იბრძოლოს შენთვის, სხვა შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტია, დაინტერესებული მხარე ხარ. მათ ზედმეტი მოუვიდათ.”

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, კარგია, როცა სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, თუმცა მან არ უნდა გადააჭარბოს თავის უფლებებს. უფლებების გადაჭარბების მაგალითად კი მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაასახელა.

 

მოგვიანებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და ბიძინა ივანიშვილს მეტ კონკრეტიკა მოთხოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი