ახალი ამბები

ზურა ჯაფარიძე: პრემიერ-მინისტრის განცხადებები ინვესტორებს აფრთხობს

14 მაისი, 2013 • • 973
ზურა ჯაფარიძე: პრემიერ-მინისტრის განცხადებები ინვესტორებს აფრთხობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რეალური ინფორმაცია, თუ რა ხდება დღეს ქართულ ეკონომიკაში:

 

,,დღეს ბატონმა პრემიერ- მინისტრმა პრესკონფერენციაზე არაერთი განცხადება გააკეთა. ქება-დიდება საკუთარი თავისა და ისევე, როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან მიმართებაში. განაცხდა, რომ რეალურად ქვეყანაში არანაირი პრობლემები არ არის და სინამდვილეში ეკონომიკური ზრდა არ იყო ქვეყანაში და ყველა ის მონაცემი, რაც იყო,  გაყალებებულია და რომ  ქვეყანაში არაფერი კარგი არ ხდებოდა. ბატონ პრემიერ მინისტრს საკუთარი გუნდის წევრები ატყუებენ და მას არ აქვს რეალური ინფორმაცია, რა ხდება დღეს ქართულ ეკონომიკაში, ან პრობლემები აქვს საკუთარ კომპეტენციასთან. ეტყობა, ვერ იაზრებს იმას, თუ რა მდგომარეობაშია ქართული ეკონომიკა. ის, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანი, ამაზე საუბრობს არაერთი ავტორიტეტული საერთაშოროსო ორგანიზაცია და ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ინფორმაცია. რაც უფრო დროზე გაიაზრებს ამას პრემიერ- მინისტრი და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.”

 

მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადებები ინვესტორებს აფრთხობს”

 

“განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები იყო გაყალბებული და სინამდვილეში ქვეყანას არანაირი წარმატება არ აქვს, ეს არის ამ ქვეყნისთვის საზიანო და ეს მას კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე. რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ქვეყანაში, პირდაპირ კავშირშია უცხოურ ინვესტიციებთან. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ეკონომიკური მაჩვენებლები არის გაყალბებული, პირველ რიგში, რასაც ახდენს, აფრთხობს ამ ინვესტორებს, ამცირებს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ამცირებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.იმედი მაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დროზე გაიზრებს ამას და აღარ გააკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს,” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი