ახალი ამბები

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე: სოფლებში ტრაქტორებმა დაიგვიანა

14 მაისი, 2013 • • 957
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე: სოფლებში ტრაქტორებმა დაიგვიანა

 მამუკა საღარეიშვილის მტკიცებით, ეს ფაქტი  შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება:

 

“მუნიციპალიტეტის სოფლებში ტექნიკა მიმდინარე თვის 10 რიცხვიდან შევიდა, რადგან შუალედური საპარლამენტო არჩევნებისათვის ტრაქტორები ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში გადაიყვანეს. მე მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყოს ეს – ცენტრის თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროსი? ტრაქტორების გამო სოფლის რწმუნებულებს უპირისპირდება ხალხი.”

 
საღარეიშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ უპასუხა:

 

“რწმუნებულების მოვალეობა იყო სიების მომზადება და მოსახლეობის მობილიზება იმ დროისათვის, როდესაც სოფელში ტრაქტორი შედიოდა,”-განაცხადა ფიფიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი