“ძირითადად ვისაუბრეთ საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობაზე, რომელიც საკმაოდ მრავალმხრივია. ჩვენ შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. ერთ-ერთი ჩემი მესიჯი იყო, რომ გაიზარდოს საქართველოში ინტერესი ფრანგული ენის მიმართ და უფრო გაძლიერდეს საგანმანათლებლო საქმიანობა ამ კუთხით. მე კანონმდებლებს ვთხოვე, იმუშაონ კანონპროექტზე, რომელიც მთავრობას შეთავაზებს სკოლებში ისწავლებოდეს ერთზე მეტი ენა, ანუ ფრანგულიც ისწავლებოდეს სხვა ენასთან ერთად.”
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის თქმით, ფრანგული ენის საკითხის გარდა, შეხვედრაზე ბევრი სხვა საინტერესო თემა განიხილეს:
“რა თქმა უნდა, ფრანგული ენის საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ასევე იყო ბევრი სხვა საინტერესო თემები, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობა საფრანგეთთან, რომელიც მეგობრული და სტრატეგიული მნიშვნელობის არის. განვიხილეთ ასევე საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ, ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების საკითხი. იყო ბევრი საინტერესო კითხვა, რომელიც დაუსვეს ელჩს ჩვენმა პარლამენტის წევრებმა და აპარატის წარმომადგენლებმა. კითხვები ეხებოდა კონკრეტულ საკითხებს, თანამშრომლობას მეცნიერების სფეროში, განათლების სფეროს, კულტურას; ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში, ჩვენ შევეხეთ ქუთაისის თანამშრომლობას საფრანგეთის ქალაქებთან. იგეგმება ამ მხრივ საინტერესო პროგრამა. იყო საუბარი იუნესკოზე, შევეხეთ ბაგრატის ტაძრის პრობლემებს. ჩვენი კომიტეტი გააგრძელებთ ამ ტრადიციას და მომავალშიც გვეყოლება ძალიან საინტერესო, მაღალი რანგის სტუმრები.”– განაცხადა მან.