ახალი ამბები

ივანიშვილი: ნაცმოძრაობა და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილს ემსგავსება

14 მაისი, 2013 • 917
ივანიშვილი: ნაცმოძრაობა და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილს ემსგავსება

“რესტორანში რაღაც ჩხუბი მოხდა, პოლიცია იძიებს და ნახეთ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამონათქვამები. ყველანი უკვე პოლიტიკურ დევნად თვლიან ამ პროცესს, როდესაც რესტორანში ქეიფობდნენ და იქ ვიღაც ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც მე ვიცი, თუმცა მე არაფერს არ ვამტკიცებ. ნახეთ ლიდერები, მათი განცხადებები, მაშინვე რომ პოლიტიკური იარლიყი მიაკერეს ამასაც. ასეთი გამონათქვამებით ისინი არათუ საკუთარ პარტიას უეკთებენ დევალვაციას, თითოეული მათი წევრი უკეთებს დევალვირებას საკუთარ პიროვნებას. ფასი აღარ აქვთ მათ ნათქვამებს, შალვა ნათელაშვილს ემსგავსებიან მთლიანად, მათი ლიდერიც და მათი წევრებიც”, – განაცხადა ივანიშვილმა.


პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უმცირესობა ვერ მოახერხებს კონსტრუქციულ ოპოზიციონერობას, ერთპიროვნული მმართველობის საფრთხე მაინც არ არსებობს:

“მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ გვაქვს დაცული ამის თადარიგი დიდი ხნით ადრე და კოალიციაში არსებობს რამდენიმე პარტია. თუ გარე ძალა არ იქნება, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი პროცესი განვითარდება, პარტიები გაიშლებიან და თვითონ მოახერხებენ ოპონირებას ერთმანეთში. სხვა გარე ძალას საუბედუროდ მე ვერ ვხედავ, თუმცა ამის დიდი სურვილი გამაჩნია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი