ახალი ამბები

კობა დავითაშვილი: “ნაციონალები” ზრდილობიანად და კულტურულად უნდა მოიქცნენ

13 მაისი, 2013 • • 1060
კობა დავითაშვილი: “ნაციონალები” ზრდილობიანად და კულტურულად უნდა მოიქცნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა დავითაშვილის თქმით, „ნაციონალურ  მოძრაობის“ წევრებს ის დრო ენატრებათ, როდესაც მათ შეეძლოთ რესტორანში ანგარიში გაესწორებინათ ადამიანებისათვის:
 
 
“ნაციონალური მოძრაობის წევრები უნდა შეეგუონ იმას, რომ ზრდილობიანად და კულტურულად მოიქცნენ ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებაში.  უმცირესობა იმასაც გვეუბნება, რომ ორი კაცი დაესხა ხუთ კაცს და საშინლად სცემა. თან ამ ორიდან ერთი ვნახე და ის რისი მცემელი იყო? სახუმაროდ არ ვამბობ, მინდა გავიხსენო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტი. რესტორანში ინცინდენტი რომ პირველ ოქტომბრამდე მომხდარიყო, ამ ადამიანებს აიყვანდნენ თბლისის ზღვაზე, მოკლავდნენ იქ ცემით და მერე ჩაიფარცხებოდა საქმე. ამას მისტირის “ნაციონალური მოძრაობა”.
 
 
კობა დავითაშვილის მტკიცებით, ორი კაცი ხუთ კაცს არ ესხმის თავს. დავითაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ  “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ქმედება თანაგუნდელებმა უნდა დაგმონ:
 
 
“მე დავგმე 8 თებერვალს ჩიორა თაქთაქიშვილის ცემის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ თაქთაქიშვილის პოლიტიკური კურსი არ მომწონს. ამ შემთხვევაში, როდესაც სალომე გიორგობიანს ხელი დაარტყა “ნაციონალების” წარმომადგენელმა, მე ვერ ვისმენ მათგან ამ ქმედების დაგმობას. მე ის მაინტერესებს, ბატონ გოროზიას ხელის ფალანგები რომ აქვს დაზიანებული, მივიდა ვიღაც და თავის ლოყით ურტყამდა ხელზე, ხო?”
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მედიაკავშირ “ობიექტივის” წამყვანსა და მის მეგობრებს შორის ორი დღის წინ მოხდა. ინციდენტის ორივე მხარე თავს დაზარალებულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი