ახალი ამბები

უსუფაშვილი: პარლამენტი არ არის ჯინიანი ბავშვების ერთობა

13 მაისი, 2013 • • 1167
უსუფაშვილი: პარლამენტი არ არის ჯინიანი ბავშვების ერთობა

“ვეტოდადებულ პროექტებზე ბიუროზე იქნება მსჯელობა. განვსაზღვრავთ იმ დღეებს, როდის გვექნება განხილვა. მოტივაცია განსხვავებულია და ცალ-ცალკე მიდგომა სჭირდება. პარლამენტი არ არის ჯინიანი ბავშვების ერთობა, რომელსაც უარი უთხრეს და ფიქრობენ, დავძლიოთ ვეტო. ვინც არ უნდა იყოს მოქალაქე, უნდა მოვუსმინოთ მას. ამ პროექტებზე მსჯელობა იქნება კომიტეტებში. ამ თემებზე განათლების სფეროს წარმომადგენლებთან მქონდა მსჯელობა. ხვალ ან ზეგ ჩვენ შევიკრიბებით და შესაძლოა იმ ტიპის პაკეტი დავინახოთ საკანონმდებლო გადაწყვეტილების, რომელზეც სერიოზული გავლენა მოახდინოს ვეტოს დაძლევამ. 

 

საკონსტიტუციოს რაც შეეხება, ვერ ვხედავ არგუმენტს, რატომ უნდა დაედო, გარდა იმისა, რომ გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს საკანონმდებლო საქმიანობაში.”

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ორ  კანონპროექტს ვეტო დაადო. ერთ-ერთი საკითხი შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს არასამეწარმეო იურიდიული პირების გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განცხადებით,  საკითხი შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების – უნივერსიტეტების ორგანიზაციული, აკადემიური, ქონებრივი, ფინანსური და მმართველობითი ავტონომიურობის დაკნინებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი