ახალი ამბები

უსუფაშვილი: ხვედელიძე ერთ-ერთი საყრდენი პირი იყო ჩვენს საარჩევნო შტაბში

13 მაისი, 2013 • • 982
უსუფაშვილი: ხვედელიძე  ერთ-ერთი საყრდენი პირი იყო ჩვენს საარჩევნო შტაბში

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ გელა ხვედელიძის მოქმედებით გაოგნებულია:

 

“როდესაც ქვეყანაში შს მინისტრის მოადგილის დაკავება ხდება, ეს არ არის ორდინარული მოვლენა, ეს არის პოლიტიკური და სამართლებილივი დატვირთვის ფაქტი, ამიტომ ეს სერიოზული და კომპლექსური გადაწყვეტილება იყო. ხვედელიძე გავიცანი ერთი წლის წინ და მან საარჩევნო კუთხით დიდი შრომა ჩადო, ერთ-ერთი საყრდენი პირი იყო ჩვენს საარჩევნო შტაბში. გაოგნებული ვარ, მას ეს რატომ და როგორ მოუვიდა შეცდომა. ადამიანურად თანავუგრძნობ, მაგრამ სახელმწიფო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, კანონის უზენაესობა. დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მსგავსი ფაქტები არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. იმედია, ეს გადაწყვეტილება ბევრი თავლსაზრისით გამოიღებს დადებით შედეგს, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ.”

 

უსუფაშვილი ასევე აცხადებს, რომ ადრე ასეთი თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ზომების გამოყენება წარმოუდგენელი იყო. მისივე განმარტებით, აუცილებელია დადგინდეს, ვინ განახორციელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ჩაწერა:

 

“ის, რაც იყო წარმოუდგენელი ათწლეულობის მანძილზე, რომ ასეთი თანანმდებობის პირის მიმართ მსგავსი ზომები გატარებულიყო, ეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არის შესაძლებელი, არათუ შესაძლებელი, არამედ გარდაუვალი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ვერ გაუძლებს სხვადასხვა ტიპის ცდუნებას და ხელი წაუცდება დანაშაულის ჩადენაზე, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ეს. თვეების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშობდით და ვწუხვარ ამ ფაქტზე, მაგრამ ყველა ვართ ინდივიდუალურები და ჩვენს მოქმედებებზე პირადად უნდა ვაგოთ პასუხი.

 

საგულისხმოა, გამოძების პროცესიში დადგინდეს, თუ ვინ ქმნიდა ამ მასალებს. შს მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ ეს არის წინა ხელისუფლების პირობებში შექმნილი. თუ ვინმემ ეს ბოროტად გამოიყენა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ უნდა დაისაჯოს ისიც, ვინც ამას იღებდა და არანაკლებ ბოროტად იყენებდნენ, მაგრამ სხვა გზებით და საშუალბებით.”
 

უსუფაშვლი მიიჩნევს, რომ სისტემის შემოქმედი უნდა დაისაჯოს:

 

“მსგავსი მასალის შექმნა არის დანაშაული და თუ დღეს შს მინისტრის მოადგილემ ღიად გაავრცელა და ამაშია დანაშაული, არანაკლები დანაშაულია იმათ მხრიდან, თუ ვინმემ ამას ფარული გამოყენება მოუპოვა და ის აქტივი, თუ რისთვის იქმნებოდა, ეს მალე და მკაფიოდ იქნეს გამოძიებული და დაისაჯოს მთელი სისტემის შემოქმედი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი