ახალი ამბები

უსუფაშვილი: ალბათ, ექვსი თვე უნდა გვაძახებინონ, რომ არ შევცვლით საპრეზიდენტო კანდიდატს

13 მაისი, 2013 • • 832
უსუფაშვილი: ალბათ, ექვსი თვე უნდა გვაძახებინონ, რომ არ შევცვლით საპრეზიდენტო კანდიდატს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია პრეზიდენტის პოსტზე:

 

“ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს თვისობრივად განსხვავებული პრეზიდენტი ეყოლება. გჯერათ, რომ პოლიტიკური ოპონენტი სერიოზულად იმაზე სწუხს – კონკურენტმა რატომ უფრო ძლიერი კანდიდატი არ დაასახელა და ამაზე ღვრიან ცრემლებს?! იმ შეფასებებზე სერიოზული კომენტარი გამიჭირდება, რომლის შინაარსი თითქოს ისაა, რომ მათ ჩვენზე მეტად უნდოდათ, რომ ჩვენ უფრო ძლიერი კანდიდატი გვყოლოდა. მარგველაშვილს შეეშვან.”

 

რაც შეეხება პრეზიდენტის კომენტარს, რომ შესაძლოა კოალიციამ კანდიდატი შეცვალოს, აღნიშნულ მოსაზრებას უსუფაშვილი „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებს:

 

„ერთი წელი გვეკითხებოდნენ – ნატოში მართლა გინდათ შესვლაო?! ამაზე კი დილა-საღამოს უნდა გვეთქვა  – კი, გვინდა ნატო, კი, გვინდა ნატო. ახლა, ალბათ, ექვსი თვე უნდა გვაძახებინონ – არ შეიცვლება კანდიდატურა, არ შეიცვლება. სერიოზული ხალხი ვართ, სერიოზული ნაბიჯი გადავდგით, კანდიდატი დასახელდა და რას ნიშნავს ახლა, ვთამაშობთ? ვერთობით? ჯერ ეს, მერე ის, რა გვჭირს საიმისო, რომ თუ ვინმე სხვა გვინდა, დღესვე გვეთქვა. ამისი გვრცხვენია, თუ გვეშინია?  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იმდენად იაფფასიანი კითხვაა დასმული, რომ ეს მათ უსუსურობაზე მეტყველებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი