ახალი ამბები

ფილიპ დიმიტროვი დეპუტატებს შეხვდა

13 მაისი, 2013 •
ფილიპ დიმიტროვი დეპუტატებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის თქმით, შეხვედრა ძალიან შინაარსიანი იყო:

 

“განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზის ლიბერალიზაცია და არა მხოლოდ. აღინიშნა, რომ ცივილიზებული პროცესი მიდის, რომელიც საქართველოს ევროპასთან დაახლოებას აღნიშნავს. მან ასევე გაგვიზიარა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით და საერთოდ, კარგი პრაქტიკა დამკვიდრდა ახალ პარლამენტში, როდესაც ელჩები მოდიან და საქმიანი შეხვედრები გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაგრძელოთ, ამგვარი კონსულტაციები, განსაკუთრებით წელს, როცა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გვაქვს.”

 

ფილიპ დიმიტროვის თქმით, მათ მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ჰქონდათ საუბარი:

 

“ეს არის ღია შეხვედრა და პარლამენტის ნებისმიერ წევრს შეეძლო დასწრება, სტატუსიდან გამომდინარე. ეს შეხედრა ეხებოდა ევროკავშირისა და საქარველოს ურთიერთობას, არსებულ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივას, განსაკუთრებით, მოგეხსენებათ, წელს არის ძალიან ნიშვნელოვანი ნაბიჯები გადასადგმელი, დაკავშირებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან, თავისუფალი ვაჭრობის ზონასთან დაკავშირებით. გაკეთდა შეფასებები და განხილულ იქნა თემები, ისეთი როგორიცაა: ამჟამინდელი ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის, სხვა მეზობლებთან ურთიერთობის საკითები, რა პერსპექტივები არსებობს საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაციის თვალსაზრისით. განხილული იქნა ასევე დღეისთვის აქტუალური საკითხები. “

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, დიმიტროვი პასუხობს:

 

“მე არა ვარ იმ პოზიციაში, რომ გავაკეთო შეფასებები საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც არის ასეთი  შემთხვევები, ვიღაც, ვინც არის მსგავს დარღვევაზე პასუხისმგებელი, ალბათ უნდა იყოს შეფასებული, გასამართლებული და  ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილება არის მისაღები.”

 

შეხვედრა ღია იყო და დასწრება ნებისმიერ დეპუტატს შეეძლო, თუმცა ამის მიუხედავად საპარლამენტო უმცირესობას დისკუსიაში მონაწილეობა არ მიუღია. 

 

დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ფილიპ დიმიტროვმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიეტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძესთან ერთად პარლამენტის ფოიეში ევროპის დღისადმი მიძღვნილ გამოფენა გახსნა ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი