როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საცდელი ტესტირებების მიზანი ტესტური დავალებების გამოცდა და ბაზის შექმნაა.
აპრობაციები 13 – 18 მაისს ჩატარდება. საცდელ ტესტირებებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა რეგიონის 400-მდე სკოლის 35 000-მდე მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლე.
2013 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლავ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებით (cat-ის სისტემა), მთელი საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა სკოლაში ჩაატარებს გამოსაშვებ გამოცდებს.
ოფიციალური ინფორმაციითვე, 4 გამოცდას (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) მეთორმეტეკლასელები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩააბარებენ, დანარჩენს ოთხს კი (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) – სასწავლო წლის ბოლოს.
“ამასთან, მოსწავლეებს, რომლებიც შემოდგომაზე ვერ შეძლებენ ბარიერის გადალახვას ამა თუ იმ საგანში, განმეორებით მიეცამათ შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა,”- ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.