ახალი ამბები

სირიაში პანკისის მკვიდრი ცოლთან და შვილებთან ერთად დაიღუპა

28 აგვისტო, 2017 • 2190
სირიაში პანკისის მკვიდრი ცოლთან და შვილებთან ერთად დაიღუპა

სირიაში პანკისელი ლევან ტოხოსაშვილი ოჯახთან ერთად დაიღუპა – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ნეტგაზეთს” ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

პანკისის სათემო რადიო WAY–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  31 წლის ლევან ტოხოსაშვილი, რომელიც სოფელ ომალოს მკვიდრი იყო, ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიღუპა.

“მისი მეუღლეც პანკისელია – 26 წლის ლეილა გაურგაშვილი. სოფელ ომალოში, ტოხოსაშვილების ოჯახში, ასევე სოფელ დუისში, გაურგაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ,”- წერს გამოცემა. მათივე ინფორმაციით, სირიაში იმყოფება დაღუპული ლევან ტოხოსაშვილიც ძმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი