ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზურმა მხარემ მთიან ყარაბაღთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

28 აგვისტო, 2017 • 2559
აფხაზურმა მხარემ მთიან ყარაბაღთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

28 აგვისტოს მთიან ყარაბაღში [არწახი] აფხაზეთიდან, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ჩავიდა.

დაურ კოვემ და მისმა კოლეგამ ყარაბაღიდან, კარენ მირზოიანმა ორმხრივი სამომავალო ურთიერთობები განიხილეს.

როგორც აფხაზეთის საგარეო უწყება აცხადებს, მხარებმა რეგიონში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური ვითარებაც განიხილეს და ურთიერთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მთიანი ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკა, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აქვს აღიარებული, რომლებიც თავის მხრივ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

მთიან ყარაბაღის საკითხზე  აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი